კომენტარი
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება.
მისი ინფორმაციით, შეიქმნება საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.
„საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც ვენეციის კომისიასთან შევთანხმდით. საუბარია ბონუს სისტემის ამოღებაზე კონსტიტუციიდან, ასევე საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებაზე, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებაზე. ასევე დაზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები, რომელიც არჩევნებს უკავშირდება.
ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში. ამისათვის შეიქმნება სპეციალური კომისია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. ეს კომისია მუშაობას გააგრძელებს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში და ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო განხილვები.
ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვენეციის კომისიასთან შევთანხმდით და ამ შეთანხმების შესაბამისად შეიცვლება კონსტიტუციაში ნორმები“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იქნებიან.
,, მთავარია კომისია შევქმნათ, მაქსიმუმ ხუთშაბათს გვინდა კომისიის შექმნა და მანამდე მოხდება ინიცირება. კომისიაში მონაწილეობის მიღება ოპოზიციურ პარტიებსაც შეეძლებათ.
რაც შეეხება საყოველთაო სახალხო განხილვების კომისიას, აქ მოწვეულები იქნებიან პარლამენტში წარმომადგენელი პარტიები, არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები“,- აღნიშნა კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


