პოლიტიკა
`ევროპული საქართველო`, როგორც ყოველთვის, ამ თემით სპეკულირებს - გია ვოლსკი უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტზე
„ეს რეგიონალური უსაფრთხოებისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა და პირდაპირ ეხება საქართველოს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში შექმნილია საგანგებო მნიშვნელობის საფრთხე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ევროპული საქართველოს" მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო" ამ თემით სპეკულირებს.
„ეს არ არის თემა, რომელიც მხოლოდ უკრაინას ეხება. ეს რეგიონალური უსაფრთხოებისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა და პირდაპირ ეხება საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყანას. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიციაც, რომელიც სრულად ეთანხმება საერთაშორისო დამოკიდებულებას. საქართველოს შეუძლია, კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი იმას, რომ სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის საგანგებო მნიშვნელობისაა.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს" მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციას, მე არ ვიცი, რამდენად მოესწრება ახლა ამის გაკეთება. "ევროპული საქართველო", როგორც ყოველთვის, ამ თემით სპეკულირებს და პოლიტიკურ ჩარჩოში სვამს. ისე, რასაკვირველია, სერიოზული მსჯელობაა საჭირო. საკმაოდ დამაფიქრებელი ვითარებაა რეგიონში შექმნილი. გამოხატული იქნება თუ არა ეს რეზოლუციით, ამას მე მხოლოდ ჩემს თავზე ვერ ავიღებ, მაგრამ პოზიცია , რასაკვირველია, იგივეა, რაც მთელ მსოფლიოს აქვს ამასთან დაკავშირებით. საფრთხე ჩვენთვის საგანგებო და მნიშვნელოვანია,"- განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის აქტს შეაფასებს.
გუშინ რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული. უკრაინამ რუსეთის მოქმედებები აგრესიად შეაფასა.
მომხდარის გამო უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა. უჭერს. საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს დღეს უკრაინის უმაღლესი რადა რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


