პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ ნეპოტიზმში ადანაშაულებს
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული ნეპოტიზმის ფაქტები გაასაჯაროვა.
ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, უწყებაში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის მეუღლე, გენერალური ინსპექციის ოპერატიულ სამმართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად დანიშნა.
გარდა ამისა, ნადირაშვილის თქმით, თავდაცვის უწყებაში „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრის, თამარ ხულორდავას მეუღლეც დასაქმდა.
როგორც ნადირაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თავდაცვის უწყებაში დანიშვნები იმ დროს განხორციელდა, როდესაც იქ ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობდა.
„უშუალოდ წყარომ თავდაცვის სამინისტროდან გადმოგვიგზავნა ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და, სადაც საუბარია იმაზე, რომ „ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის, სოფიო კილაძის მეუღლე - ავთანდილ ხარაძე, ბატონმა იზორიამ დანიშნა გენერალურ ინსპექციაში. მეორე ფაქტი არის თამარ ხულორდავა, ასევე „ოცნების“ ახალი სახე და მისი მეუღლეც, ლევან ვახტანგაძე დაინიშნა ლევან იზორიას ბრძანებით გენერალურ ინსპექციაში,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
„ევროპული საქართველო“ თავდაცვის მინისტრს კითხვით მიმართავს, „თუ რა ნიშნით განახორციელა მან ეს დანიშვნები. ვთხოვთ რომ პასუხი გაგვცეს ამ კითხვაზე“.
„გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ასეთივე კითხვები ჩვენს კოლეგებთან, „ოცნების“ დეპუტატებთან - რა როლი შეასრულეს მათ საკუთარი მეუღლეების საჯარო სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


