სამართალი
”ევროპული საქართველო” მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების თაობაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს
”ევროპულმა საქართველომ” მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების თაობაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას განცხადებით მიმართა.
განცხადება მთავარ პროკურატურაში პარტიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ შეიტანა.
როგორც აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლის ოჯახზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან კომპენსაცია ისე გაიცა, რომ დაირღვა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დამტკიცებული ყველა წესი და ნორმა.
მისი თქმით, საკითხს დეტალური გამოძიება და იმ ჩინოვნიკების დაკითხვა სჭირდება, რომლებიც თბილისის მერიის მხრიდან ამ კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდნენ.
”კიდევ ერთი კორუფციული სკანდალი, რომელშიც თბილისის მერია ეხვევა და ნათელი ხდება, რომ თბილისის მერად დავით ნარმანიას ყოფნის პერიოდში ამ უწყების კორუფციისგან გათავისუფლება შეუძლებელია, ეს არის ასევე საკითხი, რომელზეც შეიძლება მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მაშინ როდესაც რამდენიმე მოქალაქე, რომელიც რეალურად დაზარალდა სტიქიით, დაენგრათ საცხოვრებელი სახლები და მათ მერია სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზით, უარს ეუბნება კომპენსაციის გაცემაზე, აღმოჩნდა, რომ ერთი მოქალაქისთვის შესაძლებელი გახდა ყველა კანონის, ყველა ნორმატიული აქტის გვერდის ავლით და დარღვევით მილიონი ლარის კომპენსაციის მიღება, ნაწილი თანხის, ნაწილი კი სახელმწიფო ქონების ხარჯზე. როდესაც ეს ადამიანი აღმოჩნდება ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმა, მაშინ ნათელი ხდება რა პირადი დაინტერესება იყო ხელისუფლების მხრიდან, გაეფლანგა მილიონობით სახელმწიფო ქონება და ფინანსები მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის პირადი სიამოვნებისთვის”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ცნობისათვის: ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მეორე ინსტანციის სასამართლოში ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


