სამართალი
„ევროპული საქართველო“ ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, უმცირესობაში შემავალი ფრაქციები ამ საკითხს დააყენებენ.
„საზოგადოებას არ აქვს პროკურატურის ნდობა. ფარცხალაძე არის თავად ამ პროკურატურის არაფორმალური მმართველი. ვნახეთ, როგორ სტუმრობენ მას შსს- წარმომადგენლები. მოისმინეთ არაერთი განცხადება ხელისუფლებისგან, რათა გაამართლონ მისი მოქმედება. როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ამის დაფარვაში, ობიექტური გამოძიება ვერ მოხდება და ეს საქმე უნდა გამოიძიოს კომისიამ.
ასევე, გაირკვა კორუფციული სქემის შესახებ, საქმე ეხება მიწების ჩანაცვლებას და საჭიროა ამის გამოძიებაც. პარლამენტი თუ არ ჩაერთო, ობიექტური ჭეშმარიტება ვერ დადგინდება“ - განაცხადა ნადირაშვილმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
თავდასხმის ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


