პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ კახა კალაძეს და მერიის რამდენიმე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს საკრებულოში იბარებს
„ევროპული საქართველო“ დედაქალაქის მერს და რამდენიმე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს მეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ მომხდარის გამო თბილისის საკრებულოში იბარებს.
„ევროპული საქართველოს“ ფრაქციის წევრის, გოკა გაბაშვილის თქმით, დედაქალაქის მთავრობას რამდენიმე კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, მათ შორის, იმაზე თუ რატომ მოხდა ხელშეკრულების გაფორმება ისეთ კომპანიასთან, რომელსაც მსგავსი სამუშაოების ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდა და თან „შავ სიაშიც“ იყო.
„საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, რომ ამ კომპანიას არ ჰქონდა მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების გამოცდილება და ერთი წლით ადრე ის იმყოფებოდა შავ სიაში. უნდა გაეცეს პასუხი რატომ იყო ამგვარად შედგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა ის, რომ თუ ექსპერტები ურჩევდნენ, რომ არ უნდა გაკეთებულიყო შეკიდული ჭერის კონსტრუქცია, ვიბრაციისა და სხვადასხვა ფაქტორების გამო, რატომ გადაწყდა მაინც ამის გაკეთება. ასევე, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რატომ ჩაიდო ხელშეკრულებაში, რომ ახალი კონსტრუქცია გაკეთებულიყო ძველ კონსტრუქციაზე“- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


