პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელობას საკრებულოში იწვევს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების საკითხთან დაკავშირებით თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელობას საკრებულოს სხდომაზე იწვევს, რომელიც 20 თებერვალს, 11:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა განუცხადა, მათ კითხვები აქვთ პროექტის განხორციელებასთან და შერჩეულ კომპანიასთან დაკავშირებით.
„იმედი გვაქვს, რომ მოვლენ და პასუხს გასცემენ ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვებს, რატომ ხდება 50 მილიონი ლარის ერთ პირთან მოლაპარაკების წესით განკარგვა და არა ტენდერით. რომელი კომპანია შერჩეული? როგორც ჩანს, ეს კომპანია სამუშაოებს მალე დაიწყებს. საკითხის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოების წინაშე უნდა მოხდეს პრეზენტაცია, ყველაფერი უნდა იყოს საჯარო. გვაინტერესებს პროექტი, რომლითაც საქმიანობა განხორციელდება და თანხები, რომლის განკარგვა მოხდება. მერიის მიერ დაფუძნებულ სიჩქარის სტილს, ყველამ კარგად ვიცით, რა მოაქვს“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


