პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში იწვევს
„ევროპული საქართველო“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში იწვევს უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში. ამის შესახებ პარტიის წევრმა გიგი წერეთელმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრს ვიწვევთ პარლამენტში იმისათვის, რომ უმცირესობის კითხვებს პასუხი გასცეს, იმიტომ რომ საზოგადოებას ზუსტად მთავრობისგან აინტერესებს, რა გეგმა აქვს მთავრობის ქვეყნის ამ რთული მდგომარეობიდან გამოსაყვანად“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
პრემიერ-მინისტრის გარდა „ევროპულ საქართველოს“ საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა სურს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ერთი წელია, არცერთი მინისტრი არ თანხმდება მათს შეთავაზებაზე, რომ საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდეს.
„ერთი წელია, არცერთი მინისტრი არ გამოცხადებულა ჩვენი ფრაქციის მოწვევით პარლამენტში. ერთი წელია, ვერ გამონახეს დრო იმისათვის, რომ პარლამენტში მივიდნენ. ხან ეძახიან, რომ დრო არ აქვთ, ხან საერთოდ პასუხს არ იძლევიან ჩვენს მოთხოვნაზე“, -თქვა ბოკერიამ.
მისი მტკიცებით, ეს აჩვენებს მინისტრთა კაბინეტის უპატივცემულობას პარლამენტის, კანონისა და ხალხის მიმართ.
„ამით ისინი ახდენენ დემონსტრირებას იმ მოდელის, რომლითაც იმართება ქვეყანა, რომ ყველაფერს მართავს ერთი არაფორმალური მმართველი ივანიშვილი და მთავრობაში ყველა არის ანგარიშვალდებული მის წინაშე, რომ მათ ფეხებზე ჰკიდიათ პარლამენტი, კანონი და საბოლოო ჯაშსი ხალხიც“, -აღნიშნა ბოკერიამ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


