პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ დენის ტარიფის გაძვირებას კრიპტოვალუტის მომპოვებელ დატა ცენტრს უკავშირებს
„ევროპული საქართველო“ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას გლდანში მოქმედ კრიპტოვალუტის მომპოვებელ დატა ცენტრს უკავშირებს.
პარტიის წარმომადგენლები - სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
მათი განმარტებით, სპეციალურად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია BitFury-სთვის შეიქმნა თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა და კომპანიას მიწა ერთ ლარად გადაეცა თბილისში.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი აღნიშნავს, რომ კომპანია არ იხდის ქონებისა და მოგების გადასახადებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, აღნიშნული საწარმო ელექტროენერგიას სამომხმარებლოზე გაცილებით დაბალ ფასად ყიდულობს, მაშინ, როდესაც საწარმოს ენერგო მოხმარება 40 მეგავატზე მეტია.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი საბოლოდ სწორედ სამომხმარებლო ტარიფს დააწვა და "სემეკიც" იძულებული გახდა დენი მოსახლეობისთვის გაეძვირებინა.
,,მარეგულირებელმა კომისიამ გაზარდა ფასი დენზე. ერთ-ერთი მთავარ მიზეზად დენზე ფასის ზრდის ის, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნილებაა. ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც მოიხმარს განსაკუთრებით დიდ ელექტროენერგიას არის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ობიექტი, რომელიც ჩემი ინფორმაციით მოიხმარს კახეთის რეგიონზე უფრო მეტ ელექტროენერგიას“, - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


