სამართალი
„ევროპული საქართველო“ აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
"ევროპულმა საქართველომ“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართა. ოპოზიციური პარტიის ამ წინადადებას საკომისიო სხდომაზე კამათი მოჰყვა.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა გამოხატოს პოზიცია. მისი თქმით, სწორედ იმიტომ უნდა შეიქმნას კომისია, რომ დადასტურდეს ან არ დადასტურდეს პრემიერის ბრალეულობა ამ საქმეში.
კომისიის შექმნის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წინადადებას კომიტეტის თავჯდომარე, სოფო კილაძე არ დაეთანხმა. კილაძემ განაცხადა, რომ კომიტეტი არ იყო მომზადებული ამ საკითხის განსახილველად და ისინი დადგმულ შოუში არ მიიღებდნენ მონაწილეობას.
,,ამ შოუში არ მივიღებთ მონაწილეობას... თუ ვინმეს სურს არავის მოერიდება...თუ აქვს ვინმეს განსხვავებული აზრი არ არი საჭირო თქვენი მხარდაჭერა. თუ შეიძლება ნაციონალური დემაგოგიით ნუ წავალთ...“- განაცხადა კილაძემ.
კილაძის განცხადებას "ენმ"-ს წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა და მას ცინიკური უწოდა: ,,ამორალობაა, როდესაც კილაძეს და მის კოლეგებს არ აქვთ მოთხოვნილება, რომ გაიგონ რეალურად რა მოხდა და პასუხი მოთხოვონ აღმასრულებელ ხელისუფლებას მათ მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე"
2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საპატიმროდან 8 თებერვალს გათავისუფლდა. მუხთარლის ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


