უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 აგვისტო, 2025 12:43
font-size

ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს გარე ძალების კარნახით, რომელთაც არ სურთ მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

ევროკომისიის ბოლო შეფასება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრ 10-მდე სახელმწიფოსაც კი ვუსწრებთ, პრაქტიკულად, ყველა პარამეტრით, თუმცა ხედავთ, რომ დამოკიდებულება არის უსამართლო და ამ უსამართლობის მიზეზიც არის ის, რომ, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს გარე ძალების კარნახით, რომელთაც არ სურთ მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშში ასახულ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი.

„მე გამჭირდება თქმა, გაითვალისწინებს თუ არა ევროკომისია საკუთარ ანგარიშს, სადაც საუბარია მნიშვნელოვან პროგრესზე საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი - რეფორმების თვალსაზრისით, არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით. ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში, ქულებით შეფასება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საქართველო ბევრად უსწრებდა როგორც მოლდოვას, ისე ბოსნიას, თუმცა გახსოვთ, რომ მაშინ ამ ორ ქვეყანას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს - არა. ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო უპირობო ლიდერია, არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეს ბოლო შეფასება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრ 10-მდე სახელმწიფოსაც კი ვუსწრებთ პრაქტიკულად ყველა პარამეტრით, თუმცა ხედავთ, რომ დამოკიდებულება არის უსამართლო და ამ უსამართლობის მიზეზიც არის ის, რომ სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს გარე ძალების კარნახით, რომელთაც არ სურთ მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი