უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ნოემბერი, 2018 14:00
font-size

`ევროპულ საქართველოს` პარლამენტში საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნით, რეზოლუციის პროექტი შეაქვს

„ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს 10-დღიან ვადას აძლევს, შეასრულონ ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები.

ამ საკითხზე „ევროპულმა საქართველოს“ ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

დავით ბაქრაძის თქმით, პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეაქვთ, სადაც კიდევ ერთხელ მოთხოვნილია რეკომენდაციების შესრულება.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერების განცხადებით, რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერა „ქართული ოცნებისთვის“ ტესტი იქნება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულდა კვალიფიციური დასკვნა მოამზადა, სადაც ჩანს, ვინ მონაწილეობდა მკვლელობაში, ვინ არ არის დასჯილი, მოქმედი მაღალჩინოსნებიდან ვინ აფარებდა მკვლელებს ხელს და ვის პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი.

განვლილი 2 თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, ხელისუფლების მხრიდან არ დასჯილა დამატებით არავინ, ვინც მკვლელობაში მონაწილეობდა, არ დასჯილა არავინ, ვინც მკვლელებს ხელს აფარებდა. ვხედავთ, ბოლო ორი თვის განმავლობაში მუდმივ შეტევეს ზაზა სარალიძის წინააღმდეგ.

მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, ამ ჭრილობას ასეთი გზით და დროში გაწელვით ვერ მოარჩენ. დღეს, როდესაც არჩევნების პირველ ტურში წაგების შემდეგ, მთელი ოცნების რიტორიკა, რომ მათ მიიღეს გაკვეთილი და სიგნალი, რომელიც უკმაყოფილო ამომრჩეველმა გაუგზავნა, ჩვენ კიდე ერთი რეზოლუციის პროექტი შეგვაქვს პარლამენტში, რომელშიც კომისიის რეკომენდაციების შესრულება კიდევ ერთხელ არის მოთხოვნილი. ამ რეზოლუციის მხარდაჭერა იქნება ტესტი „ქართული ოცნებისთვის“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თავის მხრივ, როგორც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე ამბობს, პარლამენტმა შსს-ს და მთავარ პროკურატურას უნდა მოსთხოვოს, რომ კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„ევროპული საქართველო“ შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლასაც ითხოვენ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი