პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოდან სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების სამკაციან სიას დღეს განიხილავს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოს ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების სამკაციან სიას დღეს განიხილავს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 9-13 ოქტომბრის პლენარული სესიის დღის წესრიგი PACE-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
29 სექტემბერს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შერჩევის კომიტეტში გაიმართა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის თანამდებობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე ლალი ფაფიაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა და საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია არიან წარდგენილი. კომიტეტი, სავარაუდოდ, ერთ არ ორ კანდიდატს შეარჩევს, რომელთაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


