უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 იანვარი, 2017 17:15
font-size

ევროპის საბჭოს რეზოლუციის პროექტში პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში -ნინო გოგუაძე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი შეაფასა და იმ პოზიტიურ მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც პროექტის ტექსტშია ასახული.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში 2015 წლიდან შექმნილია პლატფორმა, რომელიც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში მედიის თავისუფლების და ზოგადად ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ ინფორმაციას სწავლობს. დღეს წარმოდგენილი იყო საპარლამენტო ანსამბლეაზე რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეეხებოდა ევროსაბჭოს წევრ რამდენიმე ქვეყანაში არსებულ ვითარებას, გაუმჯობესებებს, სირთულეებს, გამოწვევებს მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა დელეგაციამ სხვა დელეგაციის წევრებთან ერთობლივი მუშაობით მოახერხა რეზოლუციაში ასახულიყო ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რომელიც მედიათავისუფლების, მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით არის საქართველოში და აღსანიშნავია, რომ ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ დაგვიჭირა ამაში მხარი. რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებაში, ასევე არის საკითხი, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით თუმცა, ვინაიდან ამ რეზოლუციაზე დიდი ხნის წინ იყო მუშაობა დაწყებული, საკმაოდ ცოტა აღმოჩნდა დრო იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანთან შესაძლებელი ყოფილიყო რეზოლუციის ამ ნაწილის დეტალებზე საუბარი და ამიტომ, ეს ჩანაწერიც დარჩა რეზოლუციაში. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ გაუმჯობესების თვალსაზრით, ტენდენციების თვალსაზრისით პოზიტიურია რეზოლუცია. პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში ამ რეზოლუციაში“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი