პოლიტიკა
ევროპის კავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს - თამარ ტალიაშვილი
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა - თამარ ტალიაშვილმა, ათეა-ს აღმასრულებელ დირექტორთან - დავით მელუასთან და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან - ნინო თვალთვაძესთან ერთად, ბრიუსელში ევროპის ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებების კოალიციის (PLATFORMA) 10 წლის საიუბილეო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
,,ასეთი მაღალი რანგის ევროპულ სამიტზე საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობა დასტურია იმისა, რომ ევროპის კავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს,“- აღნიშნა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა და დამსწრე საზოგადოებას იმ პოზიტიურ როლზე ესაუბრა, რასაც ევროპის კავშირი ასრულებს საქართველოში.
თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 (SDG) მიღწევისა და ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებას გაუსვა ხაზი და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისა და ფუნქციების გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა ევროსაბჭოს ქვეყნების წარმომადგენლებს, თბილისის მაგალითზე, ადგილობრივი საერთაშორისო თანამშრომლობის პრაქტიკა გააცნო და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) და მერების შეთანხმების ფარგლებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ განხორცილებული წარმატებული პროექტების შესახებ ისაუბრა.
მანვე საქართველოს მიერ SDG -სა და დეცენტრალიზაციის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებს შორის დიალოგის ხელშეწყობასთან ერთად ათეა კოორდინაციას უწევს მათ, როგორც ცენტრალურ და რეგიონალურ, ასევე ევროპულ და გლობალურ სტრუქტურებთან.
კონფერენციის მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დეცენტრალიზებული თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც დასახეს და ერთმანეთს საკუთარ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გამოცდილება გაუზიარეს. დავით მელუამ აღნიშნული თემატიკის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების ორგანოების იმ საჭიროებებზე ისაუბრა, რომლებიც მათ ევროკომისიის ახალი პოლიტიკის შესაბამისობასთან დაკავშირებით გააჩნიათ.
ბრიუსელში ევროპის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ევროკომისიის ერთობლივი საკონსულტაციო პლატფორმის (PLATFORMA) 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას, რომელიც ბელგიის სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმში გაიმართა, ევროპის კავშირის ქვეყნებიდან, აღმოსავლეთ და სახმხრეთ პარტნიორობის რეგიონებიდან წარმოდგენილი ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების წარმომადგენელბი ესწრებოდნენ.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები საიუბილეო კონფერენციაზე ევროპის ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებების კოალიციისა („პლატფორმა“ - PLATFORMA) და ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მოწვევით იმყოფებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


