პოლიტიკა
ევროპის დღეების ფარგლებში თბილისის საკრებულოში სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ იმართება
ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეებისთვის და მათი მოადგილეებისთვის თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში სემინარი -„ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ იმართება.
სემინარი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად საქართველოს ვიცე - პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ევროპულ და ევროატლამტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს და საქართველოსა და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სემინარზე მონაწილეები სხვადასხვა ექსპერტისა და სამთავრობო წარმომადგენლისგან საქართველოს და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე, ასევე, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
ღონისძებაში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, საკრებულოს ფრაქცია“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის “ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


