პოლიტიკა
ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულნი არიან „ბიბისის“ გამოძიებით, მხარს ვუჭერთ ჩვენი წევრი პარტიების მოთხოვნას დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ - „ალდე“
ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულნი არიან „ბიბისის“ დღევანდელი გამოძიებით, რომელიც ავლენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს მშვიდობიანი, ევროკავშირის მომხრე მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, რაც ფუნდამენტურ უფლებებზე შოკის მომგვრელი თავდასხმაა, – ამის შესახებ „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) განცხადებაშია ნათქვამი.
„ალდე“ მოუწოდებს პარტნიორებს, შეზღუდონ იმ აღჭურვილობის გადაცემა, რომლის გამოყენებაც, შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოხდეს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი წევრი პარტიებისა და ოპოზიციის მოთხოვნას დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ და მოვუწოდებთ პარტნიორებს, შეზღუდონ ისეთი აღჭურვილობის გადაცემა, რომელიც შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.
ჩვენ ბოლო 365 დღის განმავლობაში ვდგავართ საქართველოს მამაცი ხალხის გვერდით დემოკრატიული, პროევროპული მომავლისთვის ბრძოლაში და ამას გავაგრძელებთ“, – წერს „ალდე“ სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


