პოლიტიკა
ევროპელი ბიუროკრატები, რადიკალურ დაჯგუფებებთან ერთად, დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა, სწორედ ეს აგიჟებთ და ამიტომ გვაშანტაჟებენ - კახა კალაძე
ევროპელი ბიუროკრატები დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა. სწორედ ეს აგიჟებთ და ამიტომ გვაშანტაჟებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი შანტაჟის ენით ესაუბრება ხელისუფლებას, საქართველოს ინტერესები არ დაიმთობა.
„მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზოგიერთ ევროპელ გაზულუქებულ, კორუმპირებულ ბიუროკრატს, რომლებიც შანტაჟის ენით ესაუბრებიან ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. გინდ ევროინტეგრაციის საკითხით გვაშანტაჟონ, გინდაც პირადად, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ჩვენ მსგავსი რეზოლუცია ბევრი გვინახავს, შანტაჟიც ბევრი გვახსოვს. ჯერ კანდიდატის სტატუსის თემით გვაშანტაჟებდნენ, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნის თემით, ახლა კი ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმების საკითხს იყენებენ. თუ ვინმეს სურვილი აქვს, ნახოს, რა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით გაკეთებული. დარწმუნდებიან, რომ მოწინავე ქვეყანა ვართ. წინგადადგმული ნაბიჯებით და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით იმ ქვეყნებზე წინ ვართ, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი ჩვენზე ადრე მოიპოვეს. აქ სხვა მოცემულობაა – საქართველოსთან მიმართებით სხვა დამოკიდებულება აქვთ. ევროპელი ბიუროკრატები, რადიკალურ დაჯგუფებებთან ერთად, დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა. სწორედ ეს აგიჟებთ და ამიტომ გვაშანტაჟებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


