პოლიტიკა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა თემაზე: „საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესში“
16-17 იანვარს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ბორჯომში, სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს თემაზე: „საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესში“.
სამუშაო შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებისა და კომიტეტის აპარატის გარდა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, იურიდიულ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
შეხვედრაზე მოწვეულ ექსპერტებთან, ივანე ჩხიკვაძესთან და ადამ ლაზოვსკისთან ერთად, განიხილება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ჩარჩო და სტრატეგიული მიმართულებები და საქართველოს პარლამენტის როლი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების გამოცდილებას, ექსპერტების მიერ შემუშავებულ საჭიროებათა კვლევის ძირითად მიგნებებს და იმსჯელებენ წარმოდგენილი რეკომენდაციების თაობაზე. სხვა საკითხებთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია კომიტეტების გაერთიანებული სამოქმედო გეგმის შემუშავება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


