პოლიტიკა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ავსტრიის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ავსტრიის ელჩთან საქართველოში არად ბენკოსთან.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საპარლამენტო კომიტეტის სამომავლო საქმიანობა, ევროინტეგრაციული პროცესების მიმდინარეობა და აქართველოს ევროპულ გზაზე არსებული გამოწვევები. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები როგორც საპარლამენტო კუთხით, ისე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის და სხვა სფეროებში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროკავშირში არსებულ ვითარებას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა ავსტრიის საელჩოს გახსნას საქართველოში, რაც ორ ქვეყანას შორის თანმშრომლობის გაღრმავების საწინდარია.
თამარ ხულორდავა, ასევე, შეხვდა ლატვიის ელჩს საქართველოში იანის ზლამეცს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი და ძლიერი რეფორმატორი ქვეყნა რეგიონში. იანის ზლამეცის შეფასებით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იმსახურებს საპასუხო დაჯილდოვებას ევროკავშირის მხრიდან და გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი უმოკლეს ვადაში წარმატებით დასრულდება.
ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს გადასცა ლატვიის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლოლიტა ჩიგანეს წერილი, რომელიც მიზნად ისახავს ორ კომიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას. მხარეები შეთანხმდნენ დაიწყონ მზადება ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის განხორციელებისთვის.
ელჩმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ლატვიის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


