უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 დეკემბერი, 2017 12:50
font-size

ევროპაში არსებული კონფლიქტების ფარგლებში საქართველოს საკითხი ეუთო-ში აქტიურად დგას - მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 24-ე სხდომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ევროპაში არსებულ კონფლიქტებს და შესაბამისად აქტიურად იქნა განხილული მრავალი დელეგაციის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტი, რა დროსაც კიდევ ერთხელ მივიღეთ პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართ.

მისივე განცხადებით, ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გამოიხატება ეუთო-ს აქტიური ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში და საქართველოს საკითხის ეუთო-ს დღის წესრიგში მუდმივი არსებობით. ამ მხრივ მან ხაზი გაუსვა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის აქტიურობას, რომელიც უკვე მეორე წელია ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას იღებს. „მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია ეუთო-ში საქართველოს საკითხზე ვერ ხდება კონსენსუსის მიღწევა რუსეთის ფედერაციის პოზიციის გამო, მნიშვნელოვანია, რომ უკვე მეორე წელია ორგანიზაციის ფარგლებში გამოიკვეთა მეგობართა ჯგუფი, რომელიც აქტიურად უჭერს საქართველოს მხარს და მათი მხრიდან მიიღება საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, რომელიც მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილი ხდება. დღეს გაიმართა კონსულტაცია მეგობართა ჯგუფთან და ჩვენ ველოდებით რომ, ისევე როგორც გასულ წელს, გაკეთდება შესაბამისი განცხადება. მასში საუბარია როგორც საქართველოში მიღწეულ პროგრესზე დემოკრატული განვითარების კუთხით, ასევე განცხადება ხაზს უსვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტეროტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“-განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც ასევე არის საუბარი საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაშიც. „ეს ვადლებულებებია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, და იმ შესაძლებლობების შექმნა, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო მოქანიზმები იქნას წარმოდგენილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაშვებული იქნას საერთაშორისო ორგანიზაციები, გადაიდგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის“-განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო აქტიურად განაგრძობს მუშაობას საქართველოს საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე სხდომაში, რომელიც 2017 წლის 7-8 დეკემბერს ვენაში გაიმართა. მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე და ორმხრივი შეხვედრები გამართა ეუთო-ს წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლის შემადგენლობაში შედიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, პოლონეტი, რუმინეთი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი