პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები როცა საჭირო იქნება კრიტიკულები იქნებიან - კეტი პირი
ევროპარლამენტის წევრის, კეტი პირის განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები მის დახმარებას გააგრძელებენ. თუმცა, პირის თქმით, საქართველოს მეგობრები კრიტიკულებიც იქნებიან მაშინ, როდესაც ეს საჭირო იქნება.
„საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში გააგრძელებენ საქართველოს დახმარებას, იმ პოლიტიკური ძალების დახმარებას, ვისაც სჯერა რეფორმებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების. მაგრამ, საქართველოს მეგობრები ვიქნებით კრიტიკული მაშინ, როდესაც ეს საჭირო იქნება.
საკონსტიტუციო რეფორმებზე ინფორმაცია გვაქვს არა მარტო ოპოზიციიდან, არამედ არასამთავრობო ორგნიზაციებიდანაც, ვისაც ვენდობით და ვიცით, რომ ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტები. ისინი შეშფოთებულები არიან რეფორმის რამდენიმე ასპექტით.
ჩავალ საქართველოში, შევხდები ხელისუფლების წარმომადგენლებს. მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის საბოლოო დამტკიცებამდე დეტალები განვიხილოთ“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


