პოლიტიკა
ევროპარლამენტის ფინალური კენჭისყრა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ერთობლივი მუშაობის შედეგია - მარია გაბრიელი
ევროპარლამენტის დეპუტატის, საქართველოს შესახებ მომხსენებელის მარია გაბრიელის განცხადებით, კენჭისყრა, რომელიც დღეს გაიმართება, არის იმ მიღწევების შედეგი, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ერთობლივი მუშაობით შეძლო.
როგორც მარია გაბრიელმა მედიას განუცხადა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია დაიმსახურა.
„ეს ფინალური კენჭისყრა პარლამენტში არის იმ მიღწევების შედეგი, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ერთად მუშაობით შეძლო. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ დაიმსახურა ვიზალიბერალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად გავიარეთ გრძელი გზა. ჩემთვის საკმაოდ პოზიტიური იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ევროპელი კანონმდებლები რამდენიმე საათში მიიღებენ. ასე რომ, მე რეალურად ველოდები ძლიერ მხარდაჭერას. თუმცა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოფიციალური პროცედურებია გასავლელი. ამას დრო დასჭირდება.
საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველომ საკმაოდ რთული რეფორმები გაატარა. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას“,-აღნიშნა მარია გაბრიელმა.
ევროპარლამენტში კენჭისყრა თბილისის დროით დაახლოებით 14:30 საათისთვის გაიმართება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


