პოლიტიკა
ევროპარლამენტართა ნაწილი მოუწოდებს მთავრობას, გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი - გიორგი კანდელაკი
ევროპარლამენტის 9 წევრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის წევრებს ღია წერილით მიმართა, სადაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემისა და შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა. მან იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა ევოპარლამენტთა მიმართვას არ დააიგნორებს.
„ევროპარლამენტთა წევრთა ეს ჯგუფი წლების განმავლობაში იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროკავშირში გაწევრიანების ძალიან აქტიური მხარდამჭერი. ეს წერილი ეხმაურება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე. წერილის ხელმომწერები მიმართავენ მთავრობას, პატივი სცეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა ვანო მერაბიშვილის მიმართ და პირდაპირ მოუწოდებენ, ამის გათვალისწინებით, პირდაპირ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილი, რადგან დღევანდელი გამოწვევებით სავსე უსაფრთხოების გარემოში ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ იფიქროს მომავალზე და არა წარსულზე.
ასევე ამ წერილში არის მოწოდება მთავრობის, პირადად პრემიერ-მინსიტრის მიმართ, რომ პრემიერ-მინისტრი და მინისტრები არ უნდა არიდებდნენ თავს საპარლამენტო კონტროლს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეგულარულად უნდა მიდიოდნენ პარლამენტში, რასაც ისინი, სამწუხაროდ, თავს არიდებენ.
წერილში ასევე საუბარი მედიაპლურალიზმის შენარჩუნების აუცილებლობაზე და წერილის ავტორები ამბობენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესს.
ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ აწერს ხელს ამ წერილს. როგორც აღმოჩნდა, ესაა ევროპარალმენტის მნიშვნელოვანი გავლენის მქონე წევრები, წერილის ინიციატორია ლიტვიდან ლიბერალი ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩუსი, რომელიც არის წამყვანი პოიტიკოსი აღმნოსავლეთი ევროპის საკითხებზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, წერილს ხელს აწერს დევიდ მაკალისტერი, რომელიც არის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და თავისი გავლენითა და მნიშვნელობით ალბათ ევროპარლამენტის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია.
ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა პატივისცემით მოეპყრობა ესოდენ მაღალი რანგის დოკუმენტსა და განცხადებას და წარსული შემთხვევებისგან განსხვავებით არ მოახდენს თავდასხმას და ამ განცხადების მნიშვნელობის შემცირებას“, -განაცხადა კანდელაკმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


