პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო რეფორმისაკენ და მედიაპლურალიზმის დაცვისკენ მოუწოდა
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერის განცხადებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონშიც. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ რეფორმები გაატაროს სასამართლოში, უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხითა და სხვა სფეროებში.
„ამ რეფორმების განხორციელების გზაზე მოვუწოდებთ საქართველოს კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი ძალისხმევა შემდგომი რეფორმების გასატარებლად ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო, უმცირესობების უფლებების დაცვა და ა.შ. ამ სფეროებში, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს რეფორმები, მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი“,- ისაუბრა მაკალისტერმა.
მაკალისტერმა ხაზი გაუსვა, რომ გადამოწმებისა და ბალანსის მისაღწევად მნიშვნელოვანია ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტების მუშაობა, როგორიც არის სახალხო დამცველი და აუდიტის ოფისი.
ასევე მან მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიაპლურალიზმი.
„ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ მედიაპლურალიზმზე საქართველოში. უფრო ძლიერი დემოკრატიული ქვეყნის შესაქმნელად აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მედიის პლურალიზმი და დამოუკიდებლობა. რუსთავი 2-ის საქმეს აქვს ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა და იმედი მაქვს, მალე იქნება ნაპოვნი ისეთი გამოსავალი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება“,- განაცხადა მაკალისტერმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


