პოლიტიკა
ევროპარლამენტარებს როდესაც უჩნდებათ იდეები, რომ პოლიტიკურად მათთვის მიუღებელ ადამიანებს ქონება ჩამოართვან, ეს არის ღრმად საბჭოთა აზროვნება, რამაც ევროკავშირში ძალიან მოიდგა ფეხი - შალვა პაპუაშვილი
ევროპარლამენტის წევრებს როდესაც უჩნდებათ იდეები, რომ პოლიტიკურად მათთვის მიუღებელ ჯგუფებს ან ადამიანებს შეიძლება, ქონებები ჩამოართვან, ეს სხვა არაფერია, თუ არა ღრმად საბჭოთა აზროვნება, რომელმაც ევროკავშირში ძალიან მოიდგა ფეხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულად მიხაელ გალერი თავს ესხმის საქართველოს სახელმწიფოს. ვიცით სხვა მისი განცხადებებიც. ერთადერთი, მე რატომაც გამოვეხმაურე იყო ის, რომ ხანდახან არის ხოლმე საუბარი, რომ საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო და ყველას შევახსენებ, რომ კონფისკაცია, ექსპროპრიაცია ახასიათებდა ორ იდეოლოგიას – კომუნიზმს და ფაშიზმს. ასე რომ, დიახაც, როდესაც ასეთი იდეები უჩნდებათ თავში ევროპარლამენტის წევრებს, რომ პოლიტიკურად მათთვის მიუღებელ ჯგუფებს ან ადამიანებს შეიძლება, ქონებები ჩამოართვან, კონფისკაციები ჩაატარონ და ექსპროპრიაციები, ეს სხვა არაფერი არ არის, თუ არა ღრმად საბჭოთა აზროვნება, რომელმაც ევროკავშირში ძალიან მოიდგა ფეხი. მათ შორის იმის წყალობით, რომ ჩვენ ვხედავთ რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, რომელიც ევროკავშირის წევრია. საბჭოთა მენტალიტეტის პოლიტიკურ ელიტებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომელიც, როგორც ჩანს, ვირუსივით შეესია, გადაედო ზოგიერთს ევროკავშირში და გავლენას ახდენს მათ განცხადებებზე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა განაცხადა, რომ „ორბანი თუ ბლოკავს ევროკავშირის ზომებს, აღმასრულებლის მხრიდან იქნებ იყოს კოორდინაცია დარჩენილ წევრ სახელმწიფოებთან, რომ მიიღონ ზომები ივანიშვილის წინააღმდეგ“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


