პოლიტიკა
ევროპა კიდევ უფრო დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროპა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა, თანამშრომლობის მჭიდრო ფორმატი გვაქვს და მჯერა, რომ მომავალში ის კიდევ უფრო გაფართოვდება“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ საქართველო, უფრო ეფექტურად ითანამშრომლოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.
„უვიზო რეჟიმის ფორმატთან დაკავშირებით მთავრობამ ძალიან აქტიური და საპასუხისმგებლო პოზიცია დაიკავა ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ჩვენმა პარტნიორებმა დააყენეს და მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უფრო ეფექტურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ასოციარების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის სახით „ევროპა კიდევ უფრო დაუახლოვდა საქართველოს, ხოლო საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


