პოლიტიკა
ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება - ევროპარლამენტარი რაინიე ვან ლანშოტი
ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება - თბილისში გამგზავრება, პრეზიდენტ ზურაბიშვილი მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში განაცხადა.
„გარეთ ცივა. წარმოიდგინეთ, გადიხართ გარეთ და იქ 6 საათის განმავლობაში დგახართ. სიცივისგან კანკალებ და გეშინია, რომ შესაძლოა, პოლიციამ გცემოს უმიზეზოდ. სახლში დივანზე ოჯახთან ერთად ჯდომა, ბევრად უკეთესია, მაგრამ მაინც ქუჩაში რჩები, ხვალ ისევ მიდიხარ ისე, როგორც ამას ბოლო 55 დღის განმავლობაში აკეთებ, რადგან გსურს, შენი ქვეყანა დიქტატურა არ გახდეს, რადგან გსურს, შენს ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება იყოს, რადგან გსურს, შენი ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდეს. რას იგრძნობთ, თუ იგივე კავშირი რამდენიმე თვიანი დებატების შემდეგ გადაწყვეტს, რომ შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ოდნავ გაურთულონ რეპრესიული რეჟიმის ჩინოვნიკებს თვითმფრინავით მგზავრობა. ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. თბილისში გამგზავრება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


