უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ივლისი, 2017 12:20
font-size

ევროკომისარი ავრამოპულოსი საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივას მიესალმება

ტალინში გამართული იუსტიციისა და შს მინისტრთა სამიტის მონაწილეები დადებითად აფასებენ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს სახელით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. ამის შესახებ ევროკომისიის სახელით დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა სამიტის მონაწილეებს სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ქსელის შექმნის და მართლმსაჯულების რეფორმის თაობაზე გამოცდილების გაზიარების ხელშესაწყობად აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებში ყოველწლიური კონფერენციების ორგანიზება შესთავაზა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის, რომელიც დღეს იუსტიციის მინისტრმა წარმოგვიდგინა. ევროკომისია მიესალმება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამართლებრივ საკითხებზე გამოცდილებისა და თანამშრომლობის გაზიარების ინიციატივას. ჩემი მხრივ, ევროკომისიის შესაბამის სტრუქტურებს მინდა, ვთხოვო, ტექნიკურ დონეზე დაამუშაოს და მოამზადოს ორივე ინიციატივის განხორციელების ტექნიკური გეგმა ნოემბრის სამიტისთვის“, − განაცხადა ავრამოპულოსმა.

იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს სახელით შეთავაზებულ ინიციატივაზე საუბარია შემაჯამებელ დოკუმენტში, რომელიც მინისტრთა სამიტის მუშაობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის იუსტიციისა და შს მინისტრები აღიარებენ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საკითხებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელოვან როლს.

დოკუმენტში აღნიშნულია საქართველოს დელეგაციის ორი ინიციატივის შესახებ − სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ქსელის შექმნის და მართლმსაჯულების რეფორმის თაობაზე გამოცდილების გაზიარების ხელშესაწყობად აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებში ყოველწლიური კონფერენციების ორგანიზების თაობაზე.

აღნიშნული ინიციატივებით იუსტიციის მინისტრი ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის იუსტიციისა და შს მინისტრთა სამიტზე წარდგა. თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თეა წულუკიანმა სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ქსელის შექმნის ინიციატივა წამოაყენა. მინისტრთა სამიტის მონაწილეებს თეა წულუკიანმა, ასევე, შესთავაზა მართლმსაჯულების რეფორმის თაობაზე გამოცდილების გაზიარების ხელშესაწყობად ყოველწლიური კონფერენციების ორგანიზება აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებში. მინისტრის ინიციატივით, როტაციის პრინციპით ყოველწლიურად შეიცვლება კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა.

ამას გარდა, მინისტრთა სამიტზე იუსტიციის მინისტრი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ სიტყვით გამოვიდა.

თეა წულუკიანმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აუმჯობესებს მოქალაქეებისთვის საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას. „რეფორმის პრიორიტეტები მოიცავს კანონის უზენაესობის, ელექტრონული მმართველობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. მთავრობის გადაწყვეტილებები გამჭვირვალეა, სოფლად მცხოვრები ხალხისთვის საჯარო სერვისები კი − ხელმისაწვდომი. საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია სოფლად მდებარე 45 საზოგადოებრივ ცენტრსა და 19 იუსტიციის სახლში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის შედეგია ის, რომ ქვეყანა მიმდინარე წლის სექტემბერში „OGP“-ის (ღია მმართველობის პარტნიორობა) თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

თეა წულუკიანმა კიბერუსაფრთხოების თემაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად. „კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსი 2017-ის თანახმად, საქართველო 165 ქვეყანას შორის მე-8 ადგილს იკავებს“, − განაცხადა მინისტრმა.

ტალინში მიმდინარე მინისტრთა სამიტი ერთდღიანია და ის ევროკავშირის მოწვევით იმართება.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი