პოლიტიკა
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება.
განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„რამდენიმე დღეში ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩაირთვება. როგორც მოგეხსენებათ, ყველა საკანონმდებლო პროცედურა უკვე დასრულებულია.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, 3 დღის განმავლობაში, 26-27-28 მარტს საგანგებოდ დაგეგმილი ღონისძიებებით აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღეს ის გაემგზავრება ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქ ათენში, სტუდენტებთან ერთად და შემდეგ კი ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღინიშნოს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და პარტნიორებს მადლობა გადავუხადოს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


