პოლიტიკა
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ შეექმნება, მსგავსი შიშის საფუძველი არ გვაქვს - თამარ ხულორდავა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფის მოხსენებას გამოეხმაურა, რომელიც ეხება შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას. დოკუმენტში მითითებულია, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა უკმაყოფილოა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდით.
ხულორდავას თქმით, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„ნამდვილად არ განიხილება შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საქართველოსთან მიმართებაში, არ არის ამაზე საუბარი. ევროკომისიამ პირველად შეაფასა საქართველო მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ვიზის ლიბერალიზაცია. 2017 წლის მარტში ამოქმედდა და დეკემბერში გამოქვეყნდა ანგარიში, როემლშიც ევროკავშირმა შეაფასა ჩვენი მოქმედებები და მუშაობა.
ამ ანგარიშში, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა, და საჯაროა, საქართველოს მიღწევები და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან პოზიტიურად შეფასებული. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ შიშები გვქონდეს იმის, რომ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საფრთხე შეექმნება“, -განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
გუშინ „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტმა რიკარ იოზვიაკმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეწუხებულები არიან საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


