პოლიტიკა
ევროკავშირის პროგრამა „DIPECHO”-ს მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიხსნა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობით, საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის,ეროვნულ სიტუაციურ ოთახში 20 ივნისს „DIPECHO”-ს მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება“ გაიხსნა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ პროგრამა DIPECHO-ს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლის კაიდო სირელის განცხადებით ,,შეხვედრა ემსახურება სამხრეთ კავკასიაში კატასტროფის რისკის შემცირებას.
DIPECHO წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამას, რომლის მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დახმარებას ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავებაში.’’
როგორც მოგეხსენებათ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინაციით შემუშავდა კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია სამოქმედო გეგმით, თავისი ბიუჯეტით და დღეს სახელმწიფოს ეს დოკუმენტი უკვე გააჩნია.
ამიტომ,ძალიან მნიშვნელოვანი არის მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან , რისი კიდევ ერთი დასტურიც გახლავთ დღევანდელი დღე’’¬_ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა.
მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, ECHO-ს სათაო ოფისი ყოველწლიურად ატარებს ე.წ. „გაწეული საქმიანობის შეჯამების ღონისძიებას“ (DIPECHO Lessons Learned exercise), რომელიც წელს პირველად ევროკომისიის პრაქტიკაში, საქართველოში გაიმართა.
ღონისძიება 20 ივნისს გაიხსნა და 21 ივნისს დასრულდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


