პოლიტიკა
ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება პოზიტიური ფაქტია- გრიგორი კარასინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება პოზიტიური ფაქტია.
ამის შესახებ კარასინმა ჟურნალისტებს პრაღაში განუცხადა, სადაც აბაშიძე-კარასინის ფორმატში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
რუსმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებით, ევროკავშირი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთისს მოსახლოებას შეზღუდვებს მოუხსნის, რადგან, კარასინის თქმით, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამინებს ვიზებს საერთოდ არ აძლევს.
„ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება პოზიტიური ფაქტია. საქართველო ამაზე 5 წელი მუშაობდა და ასრულებდა ევროკავშირის ყველა გეგმიურ დავალებას. მინდა დავამატო და იმედი გამოვთქვა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მოგვცემს საშუალებას უახლოეს მომავალში დავაყენოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი, რადგან მათ ევროპა საერთოდ არ აძლევს ვიზებს. გამონაკლისების გარდა, ისინი უმეტესად არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ასეთი მიდგომა არაჰუმანურია. ჩვენ ყველა დონეზე დავაყენებთ საკითხს, რომ მათთვის ბლოკის მოხსნა მოხდეს. ეს საკითხი უკვე განიხილება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. ამიტომ ჩვენი ინიციატივაა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მისცენ ევროკავშირში სამოგზაურო ვიზები“,-განაცხადა გრიგორი კარასინმა.
რაც შეეხება საქართველო-რუსეთს, დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთს არაფერი აქვს უვიზო რეჟიმის საწინააღმდეგო, უბრალოდ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს.
„დიახ, გარკვეულ წილად ეს თემა მიბმულია დიპლომატიური ურთიერთობების საკითხზე. ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო,“ - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


