უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 თებერვალი, 2025 14:14
font-size

ევროკავშირის მინისტერიალისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს - კახა კალაძე

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრისგან საქართველოს დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ბოლო პერიოდი საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულების თვალსაზრისით გამორჩეული იყო.

„ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში იმდენი უსამართლო გადაწყვეტილებისა და უსაფუძვლო განცხადების მომსწრენი ვიყავით, რომლებიც სიცრუეს ეფუძნება, რომ, შესაბამისად, მინისტრების შეხვედრისგან არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდები. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხდება და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, თუმცა ყველას თავისი პრობლემა აწუხებს, და ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვზრუნავთ. შესაბამისად, დავაკვირდებით პროცესებს – რეალურად იქნება თუ არა გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში. ამას როგორ დავინახავთ? რა თქმა უნდა, ეს აისახება საქართველოსთან ურთიერთობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე ადრე დაიწყო საუბარი, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ღრმად აქვთ ფესვები გადგმული.

„ეს უდიდესი პრობლემაა. ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით კონკრეტული დაჯგუფებების მიერ დაორგანიზებულ განცხადებებს. მათი მთავარი მიზანი და სურვილი იყო, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიღწევა, რათა თავიანთი აგენტურა მოეყვანათ ხელისუფლებაში, რომელიც, რასაც დაავალებდნენ, იმას გააკეთებდა, და ქვეყანა გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, რაც უმძიმესი იქნებოდა საქართველოსთვის. ჩვენ დავრწმუნდებით, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხებულია მაშინ, როდესაც საქართველოსთან მიმართებით განსხვავებული დამოკიდებულება იქნება და ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყება, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი