უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივლისი, 2025 23:54
font-size

ევროკავშირის ინტერესებში არანაირად არ შედის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია დღეს საკავშირო ხელისუფლება, აქედან გამომდინარე, არ ვიცით, თუმცა ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას - ირაკლი კობახიძე

პრაგმატული კუთხითაც რომ შევხედოთ, ევროკავშირის ინტერესებში არანაირად არ შედის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია დღეს საკავშირო ხელისუფლება, აქედან გამომდინარე, არ ვიცით, თუმცა ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და ქართველი ხალხის დასჯასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.

„პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და როგორც უცხოურ წყაროებში აღინიშნა, იყო საწინააღმდეგო მოსაზრებები ქართველი ხალხის დასჯასთან დაკავშირებით. მადლობა თითეულ ამ ქვეყანას კიდევ ერთხელ. ძალიან არაპროგნოზირებადი გახდა დღეს საკავშირო ხელისუფლება, ევროკავშირის ხელისუფლებას ვგლისხმობ. დაახლოებით ისეთი ვითარებაა, როგორშიც იყო საბჭოთა კავშირის ხელისუფლება 90-იანი წლების დასაწყისში. მართლა არავითარი განსხვავება არ არის, განსაკუთრებით არაპროგნოზირებადობის კუთხით. მგონია, რომ მაინც პრაგმატულ ნაბიჯს გადადგამენ. პრაგმატული კუთხითაც რომ შევხედოთ, ევროკავშირის ინტერესებში არანაირად არ შედის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია დღეს საკავშირო ხელისუფლება, აქედან გამომდინარე, არ ვიცით, თუმცა ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს ვერც ასე და ვერც ისე ვერავინ მოატყუებს და უსამართლობაზე ქართველ ხალხს ექნება ისეთი მძაფრი რეაქცია, როგორიც ჰქონდა გასული წლის 26 ოქტომბერს, როდედსაც მოსახლეობა დაირაზმა, უპრეცედენტო რაოდენობით გამოვიდა საარჩევნო უბნებზე, მხარი დაუჭირა მშვიდობის კურსს და უარი უთხრა იმ სამარცხვინო ორმაგ სტანდარტებს, რომელსაც თავს გვახვევდა ევროპული ბიუროკრატია“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, არსებობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომლისთვისაც ვიზის რიგში არჩადგომა არის უმაღლესი ღირებულება და პრიორიტეტი, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას აქვს სხვა პრიორიტეტები.

„მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რეალურად რა არის ეროვნული პრიორიტეტები ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის შენარჩუნება, ღირებულებების შეარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და ა.შ. საბოლოო ჯამში, თუ ვინმესთვის არის უმაღლესი პრიორიტეტი ვიზის რიგში არჩადგომა, რა თქმა უნდა, გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს, მაგრამ ბუნებრივია, ეს ვერ იქნება მოსახლეობის უმრავლესობა. პირიქით, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დადგება სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის მხარეს. ეს რომ იყოს ხალხის მოტყუების პირველი მცდელობა, კიდევ შეიძლება მეტი რისკი ყოფილიყო, მაგრამ უკვე იმდენჯერ სცადეს სამარცხვინო ორმაგი სტანდარტებით და მანიპულაციებით ქართველი ხალხის მოტყუება 4 წლის განმავლობაში მანიპულაციებით, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, მოლაპარაკებების არგახსნა, მანამდე დაახლოებით 70 მილიონი ევროს სესხის არგამოყოფა, ასეთი სამარცხვინო სპეკულაციებით დაიწყეს და ასეთივე სამარცხვინო სპეკულაციებით გააგრძელეს. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე არ გამოგვიყვეს 70 მილიონი ევროს სესხი, მანამდე უარი ვთქვით და ვერც მოასწრეს, ესეც ვერ დაალაგეს, მერე იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, მოლაპარაკებების არგახსნა, შუაში „გამჭვირვალობის კანონის“ რუსულ კანონად შერაცხვა და ა.შ. ასეთი მარტივი მანიპულაციებით ცდილობს ევროპული ბიუროკრატია, გავიდეს ფონს, მოატყუოს ქართველი ხალხი. იმდენად გაცვდა ეს ტყუილები, რომ აქ ვიზალიბერალიზაციის თემამაც კი ამოწურა თავისი თავი, როგორც ხალხის დაშანტაჟების ინსტრუმენტმა. ამიტომ, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს სრულიად არაპრაგმატულ, მათთვის კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს, დანარჩენი ვნახოთ. რეალურად, ასეც და ისეც მანიპულაცია ვერ იქნება ვერავითარ შედეგზე გათვლადი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი