პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.
ჰერმანის განცხადებით, საქართველომ ყველა პირობა შეასრულა და ვიზალიბერალიზაცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე დადებითად აისახება.
„ზუსტ დროს ვერ დაგისახელებთ, როდის ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა, თუმცა ეს თარიღი შორს არ არის. საქართველომ ბევრი იშრომა და ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. თითოეული ხანგრძლივი მოგზაურობა პატარა ნაბიჯებით იწყება. მას შემდეგ, რაც თარიღი ცნობილი გახდება, ეს ფაქტი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობისთვის ძალიან პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება“, - განაცხადა ჰერმანმა.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


