პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი დიპლომატიურ ზღვარს აცდენილია, დიდი ხანია, მან გადალახა წითელი ხაზები - დავით მათიკაშვილი
ჰერჩინსკი ცდილობს, არა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჰარმონიზაციას, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და პოზიტიური მიზნების მიღწევას, არამედ, პირიქით, განცალკევების, დაპირისპირების, არაევროპული და ევროკავშირისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდით არის დაკავებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ ფაქტია, ევროკავშირის ელჩი დიპლომატიურ ზღვარს აცდენილია, დიდი ხანია, მან გადალახა წითელი ხაზები. ჩანს, რომ ის „დიფ სთეითის“ რუპორი გახდა საქართველოში. ელჩი ცდილობს, არა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჰარმონიზაციას, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და პოზიტიური მიზნების მიღწევას, არამედ, პირიქით, განცალკევების, დაპირისპირების, არაევროპული და ევროკავშირისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდით არის დაკავებული. დიდი იმედი მაქვს, სიტუაცია გადაიტვირთება და ევროკავშირიდან შემდგომი დიპლომატიური წარმომადგენლები იქნებიან დიპლომატიური მისიის რეალურად შემსრულებლები და არა რაღაც იმ ძალების გამხმოვანებლები, რომელთა მიზნებსაც, სამწუხაროდ, ნამდვილად არ წარმოადგენს არც ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა და არც მისი დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


