უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ივლისი, 2025 12:15
font-size

ევროკავშირის დაფინანსებით, რუსთაველის გამზირზე ტარდება აქციები, სადაც მოწოდებები ისმის მებრძოლების გამოყენებით ხელისუფლების დამხობაზე და ყველას დასჯაზე - შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, როგორ ხდება, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით საქართველოში დამხობაზე, მებრძოლებზე და საყოველთაო დასჯაზეა საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, ემიჯნება თუ არა მოწოდებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით.

„გუშინწინ აქციაში, არათუ მონაწილეობდნენ, ეს იყო დაორგანიზებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან. ოფიციალურად იყო რამდენიმე „ენჯეოს“ ორგანიზებული, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და „საფარის“ მხრიდან. თქვენ მოისმინეთ მონაწილეების განცხადებები, მათ შორის უშუალოდ ბაია პატარაია ხელმძღვანელობდა სცენაზე გამომსვლელების დაშვება – არდაშვებას, განცხადებების გაფილტვრა -არგაფილტვრას, რა შინაარსის განცხადები უნდა ყოფილიყო და რა – არა. ამას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაქირავებული ადამიანი ბაია პატარაია, რომელსაც ფულს უხდიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ყველა განცხადება, რომელიც იქ გაკეთდა, ორგანიზატორების მხრიდან დაშვებული განცხადებებია. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვესმის ხელისუფლების დამხობაზე მოწოდებები, გვესმის, რომ მეომრებმა უნდა დაამხონ ხელისუფლება და დასაჯონ ყველა, მე განცხადებებს ვციტირებ, რომელიც სცენიდან გაკეთდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზებული ღონისძიებიდან, ეს არის, რა თქმა უნდა, კატასტროფა“, – განაცხადა შალცვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება ამ თემაზე.

„ეს არ არის უკვე პოლიტიკური ბრალდებები თუ პოლიტიკური შეფასებები, ეს უკვე არის ფაქტი, რომ ევროკავშირის დაფინანსებით, რუსთაველის გამზირზე ტარდება აქციები, სადაც მოწოდებები ისმის მებრძოლების გამოყენებით ხელისუფლების დამხობაზე და ყველას დასჯაზე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამგვარი ხელშეწყობები და დაფინანსებები ეწინაღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სამართალს. კიდევ ერთხელ, ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, ემიჯნება თუ არა მოწოდებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, ეს აქცია იყო ორგანიზებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „საფარის“ და სხვა „ენეჯეოების“ მხრიდან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის მხრიდან. ამ აქციაზე, სცენაზე ვინ ასულიყო და ვინ არა, რა ეთქვა და რა არა, აკონტროლებდა ბაია პატარაია, ამას თავად მონაწილეებიც ადასტურებენ. შესაბამისად, ევროკავშირის ფულით რუსთაველის გამზირზე გაისმა დამხობის მოწოდებები, დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება ევროკავშირის ელჩმა“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი