უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 აპრილი, 2018 12:51
font-size

ევროკავშირი საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგის შემდეგ გაავრცელა.

ევროკავშირი ხაზს უსვამს საქართველოს მიერ განხორციელებულ წინსვლას ეთნიკური უმცირესობების დაცვისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში და მთავრობას ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ გაგრძელდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორცილება, მათ შორის, კერძო სექტორში. დიალოგის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულება, რელიგიური აღმსარებლობის, მრწამსის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობის ან რაიმე სხვა ნიშნის მიუხედავად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ განხორციელებულ წინსვლას ეთნიკური უმცირესობების დაცვისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში და მოუწოდა მთავრობას, გაგრძელდეს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ევროკავშირმა იმედი გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილი ადამიანის უფლებების დეპარტამენტი, ხელს შეუწყობს სიძულვილით გამოწვეულ დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებას და მოუწოდა მთავრობას, კიდევ უფრო დაიხვეწოს კოორდინაციის მექანიზმი ადამიანის უფლებების სფეროში”.- აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის/ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში პრესსპიკერის მაია კოჟიანჩიჩის და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესმდივნის ადამ კაზნოვსის განცხადებაში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი