პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონი ევროს გრანტს გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმირებისთვის, 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს, - ხელშეკრულების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ.
როგორც მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მმართველობის რეფორმა ხელისუფლების რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ კუთხით ევროკავშირის სპეციალური დახმარება მისასალმებელია.
„ეს ხაზს უსვამს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ევროპული ტიპის მმართველობითი ინსტიტუციების ჩამოყალიბება. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მოგვიხდება ამ მიმართულებით, რათა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს და საქართველოს ჰქონდეს ისეთი მმართველობა, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ კანონმდებლობას, ევროპულ რეგულაციებს და მმართველობის პროცესში თითოეული მოქალაქის ჩართულობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


