უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ივლისი, 2025 14:28
font-size

ევროკავშირი, ბრიუსელის სახით, არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი, რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს, მსოფლიო ასპარეზზე ჩნდება როგორც საერთაშორისო სამართლის დამრღვევი იმის გამო, რომ გამოიყენოს ეს რაღაც სადამსჯელო და შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილი

ბრიუსელის წერილში ფაქტობრივად აღიარებულია, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლის და ხელშეკრულების დარღვევა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, წერილში მითითებულია, რომ ევროკომისიამ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზის მოთხოვნის შემოღების რეკომენდაცია იმის გამო გასცა, რომ ზოგად პასპორტებთან დაკავშირებით შესაბამისობას ამოწმებდა, ანუ არანაირი კავშირი ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებასა და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმს შორის არ არსებობს.

„ბრიუსელი გვეუბნება, ჩვენ ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი ან ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არაფერს ნიშნავს. ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არაფერს არ ნიშნავს და ბრიუსელიდან უნდა წყვეტდნენ, რა დააფინანსონ და როგორ, ჩვენი საზოგადოებისგან უჩუმრად. აი, ამას გვეუბნებიან. ზუსტად აქეთკენ მიჰყავდათ, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივადაც გამყარებულიყო, ზუსტად ამის ჩაკეტვა მოხდა ამ კანონმდებლობით. წადით, ნახეთ ევროპაში, სადაც კაცი ქალი ხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბრიუსელი ცდილობს, ყალბი, ცრუ იდეოლოგიები მოახვიოს სხვა საზოგადოებას.

„ბრიუსელის ბიუროკრატიამ გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს და ამაზე ვსაუბრობთ, მოვუწოდებთ ამდენი ხანი, დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემას, დაუბრუნდნენ სამართლებრივ სახელმწიფოს, იდეის პატივისცემას. ბრიუსელმა გადაუხვია იმ კალაპოტს, რაზეც დამყარებულია ევროკავშირი, ვგულისხმობ ევროპულ ღირებულებებს და ამის მოწოდებაა, დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს და თქვან, რომ დედამიწა არის მრგვალი და არა ბრტყელი. ბრიუსელი გვაყენებს ყალბი დილემის წინაშე. ყალბი დილემა მდგომარეობს იმაში, თითქოს ან უნდა იყოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, ამისთვის კი უნდა ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი. ეს არის ყალბი დილემა, რომელსაც აყენებს ბრიუსელი. არანაირ კავშირში არ არის არც ევროპული ღირებულებები და არც ევროკავშირი, მისი ღირებულებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, – რომელს აირჩევენ საქართველოს მოქალაქეები – თქვენ მიერ მიღებულ კანონებს, თუ უვიზო მიმოსვლას, – შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ „ზუსტად ამას ჰქვია ყალბი დილემა“.

„ყალბ დილემას გვიყენებდნენ, მაგალითად სააკაშვილთან დაკავშირებით – რომ მოკვდეს, მაშინ რა მოხდებაო. ეს არის შანტაჟი. შანტაჟის მთელი იდეაა ცრუ დილემების დაყენება, რასაც, მაგალითად, ხოშტარია აკეთებდა, როდესაც დაიწყო შიმშილობა. ამბობდა, თავს მოვიკლავ, თუ რაღაცა არ მოხდებაო. შანტაჟის დროს ხდება ცრუ დილემების დაყენება, თითქოს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ა.შ. სინამდვილეში არაფერი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბრიუსელის წერილში, ფაქტობრივად, აღიარებულია, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლის და ხელშეკრულების დარღვევა.

„წერილში მითითებულია, რომ ევროკომისიამ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზის მოთხოვნის შემოღების რეკომენდაცია გასცა იმის გამო, რომ ზოგად პასპორტებთან დაკავშირებით ამოწმებდა შესაბამისობას. არანაირი კავშირი ჩვეულებრივი პასპორტების ანუ, ზოგადად, ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებასა და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმს შორის არ არსებობს. დიპლომატიური პასპორტები ეფუძნება 2010 წლის ხელშეკრულებას, მეორე ეფუძნება ზოგად გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის პასპორტთან დაკავშირებით. ამ წერილით ევროკავშირმა აღიარა, რომ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, დაარღვია 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება. ფაქტობრივად, გვაქვს ფაქტი, რომ ევროკავშირი, ბრიუსელის სახით, არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი, რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს, მსოფლიო ასპარეზზე ჩნდება როგორც საერთაშორისო სამართლის დამრღვევი იმის გამო, რომ გამოიყენოს ეს რაღაც სადამსჯელო და შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი