პოლიტიკა
ევროინტეგრაციის საკითხი 2022 წლის მარტიდან დღემდე გამოიყენება, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის მიმართ - ირაკლი კობახიძე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არის კრიზისულ მდგომარეობაში და მას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, ევროინტეგრაციის საკითხი 2022 წლის მარტიდან დღემდე გამოიყენება როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი ქარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით.
„საბოლოო ჯამში ისე გამოდის, როდესაც შესთავაზეს თავიდან უკრაინას კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შემდეგ, ლოგიკური იყო, რომ მოლდოვა შეიტანდა, საქართველო შეიტანდა. ისე არ აღმოჩნდეს ბოლოს, რომ ეს ყველაფერიც მოაზრებული ყოფილიყო არა მარტო საქართველოს მიმართ, არამედ ყველა ქვეყნის მიმართ როგორც არა ღია კარის პოლიტიკა, ამ შემთხვევაში უკვე ევროკავშირის მხრიდან, არამედ როგორც ორპირი ქარის პოლიტიკა. რასაც ჩვენ ვაკვირდებით საქართველოსთან მიმართებით მთელი ამ წლების განმავლობაში, 2022-2023-2024-2025 რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი ქარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით. მე ეს აღქმა მრჩება, როდესაც ეს განაცხადი გაკეთდა უკრაინისთვის, შეთავაზება კანდიდატის სტატუსის განაცხადის შეტანის თაობაზე, მე არ მგონია, რომ მოაზრებული ჰქონდათ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც რუსული ტანკები იყო იმ მომენტისათვის კიევში შესული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


