უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 იანვარი, 2017 14:10
font-size

ევა გოცირიძის კანდიდატურა იმიტომ ჩავარდა, რომ ევროსაბჭოსთვის ცნობილია, რომ იგი ხელისუფლების ჭანჭიკია - აკაკი მინაშვილი

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ევა გოცირიძე ევროსასამართლოში მოსამართლედ იმიტომ არ აირჩიეს, რომ ევროპისა საბჭოსთვის თვალსაჩინო იყო, რომ იგი მოქმედი ხელისუფლების ჭანჭიკია, რომელიც იუსტიციის საბჭოში საკუთარ ნებას არ ასრულებდა.

ამის შესახებ მინაშვილმა ევა გოცირიძის მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდ განაცხადა, სადაც ევროსასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი საუბრობს იმაზე, რომ მისი კანდიდატურის წინააღმდეგ განხორციელდა ძალთა არნახული მობილიზაცია მთელი არასამთავრობო სექტორის,ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი წარმომადგენლისა და სახალხო დამცველის მონაწილეობით.

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თქვენც ძალიან კარგად ხედავდით და მთელი საზოგადოება კარგად ხედავდა, რომ ევა გოცირიძე იყო ბიძინა ივანიშვილის და ამ ხელისუფლების ჭანჭიკი, რომელიც არ ასრულებდა საკუთარ ნებას, პოლიტიკურ ნებას იუსტიციის საბჭოში. ბუნებრივია, ეს ყველასათვის თვალსაჩინოა. ასევე ეს არის თვასლსაჩინო ევროპის საბჭოს, საპარლამენტო ასამბლეის დუტატებისათვის. არ შეარჩიეს ეს ქალბატონი, იმიტომ რომ ეს ქალბატონი არ იქნებოდა დამოუკიდებელი, ეს ქალბატონი არ იქნებოდა მიუკერძოებელი“,-აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი