სამართალი
ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დასახელდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დასახელდა.
გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად წარადგინეს.
დამტკიცების შემთხვევაში, ევა გოცირიძე ლალი ფაფიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების ვადა ეწურება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, ევა გოცირიძესთან დაკავშირებული კითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიპიარს უკავშირდება, თუმცა ევა გოცირიძე პროფესიონალი იურისტია.
„კითხვები გამოწვეული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიპიარის შედეგად და დახასიათდა ქალბატონი ევა, რომ ის არის ობიექტური, პროფესიონალი იურისტი, პროფესიულ წრეებშიც ასე იცნობენ და ჩათვალა გუნდმა, რომ იგი გაართმევს ძალიან კარგად მოვალეობას თავს“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისთვის ევა გოცირიძის დანიშვნა მიუღებელია.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტმა ოლიკო შერმადინმა განაცხადა, მნიშნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ისეთი პირი დაინიშნოს, რომელიც ნეიტრალური და პრინციპული იქნება. მისივე თქმით, ევა გოცირიძის საქმიანობიდან გამომდინარე კი, არ შეიძლება ითქვას, რომ მან პრინციპულობა გამოავლინა.
„ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოში დაინიშნოს ისეთი პირი, რომელიც იქნება ნეიტრალური, პრინციპული. ჩვენ ევა გოცირიძის საქმიანობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი საქმიანობის მეორე პერიოდში, მან ვერ გამოავლინა ეს პრინციპულობა. განსაკუთრებით მოსამართლეთა დანიშვნის ეტაპზე, რამაც სასამართლო სისტემა კრიზისში შეიყვანა. ასევე, ჩვენ გვახსოვს ევა გოცირიძის საკმაოდ საშიში ინიციატივა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა შერმადინმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


