პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სოფიო ქაცარავამ დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა უარყო
დამოუკიდებელ მედიაზე შეტევა და საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება იყო მთავარი თემა, ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ქართული დელეგაციის შეხვედრისას.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ, ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჰარლემ დეზირთან, გამართული მოლაპარაკებების დროს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა უარყო. ქაცარავას განცხადებით, საქართველომ ამ კუთხით პროგრესს მიაღწია.
ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიის მედია-კონფერენციის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
ქაცარავას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ჰქონდათ საქართველოსა და ეუთოს ინტიტუტებს შორის არსებულ კარგ თანამშრომლობაზე, სამომავლოდ ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.
„ჩვენი პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებით ხაზი გაესვა და დადებითად შეფასდა საქართველოსა და ეუთოს ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას და თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და ასევე, ქვეყანაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და პროგრესს,“ - აღნიშნა სოფო ქაცარავამ.
ქაცარავას თმით, დღევანდელი სესიის ფარგლებში მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საჭიროებაზე, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების აუცილბლობაზე და ეუთოს ჩართულობის როლსა და მნიშვნელობაზე ამ პროცესში.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


