უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 აპრილი, 2025 13:07
font-size

ეუთო-ს გენმდივნის ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის - ირაკლი ფავლენიშვილი

ამ ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად, რა თქმა უნდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, - ასე აფასებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, საქართველოში ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტსა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მეგობრები კარგად ხედავენ იმ საფრთხეს, რასაც წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან როცა ქვეყანაში დიქტატურა მყარდება და უფლებები იზღუდება, ყველა დასავლური თუ საერთაშორისო ინსტიტუციის წარმომადგენელი უნდა იყოს ადეკვატური, ეს, მათ შორის, მნიშვნელოვანი იქნება უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმიტომ, რომ დემოკრატიული სისტემების ავტოკრატიულისკენ ცვლილება აბსოლუტურად ყველასთვის გამოწვევაა.

ამ ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად, რა თქმა უნდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. თუმცა, ფაქტია, რომ ივანიშვილის რეჟიმი ვერ აღწევს იმ ლეგიტიმაციას და იმ აღიარებას, რასაც ის ესწრაფოდა დასავლურ სამყაროში ასეთი იზოლირებული და სანქცირებული დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს არასდროს ჰყოლია მისი უახლოესი ისტორიის მანძილზე.

ეუთო/ოდირის დასკვნაშიც ხაზგასმული იყო ის, რომელზედაც საუბრობდა ოპოზიცია, თუ არასამთავრობო სექტორი, თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, სადაც დასავლური კურსი შეიცვალა, ევროპული ინტეგრაცია შეჩერდა, ადამიანები აწამეს, არაადამიანურად მოეპყრნენ და ამის შემდგომ ერთი ადამიანის იდენტიფიცირება, დასჯა არ მომხდარა, გვყავს ათეულობით პოლიტიკური ტყვე. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, მხოლოდ საარჩევნო ფაქტორი არ არსებობს. იმისთვის, რომ კარგად აანალიზებდე ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, უფრო კონკრეტულად უნდა აღვიქვამდე პროცესს და დასკვნების გასაკეთებლად საარჩევნო პროცესი არ არის აუცილებელი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საქართველოს ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ სტუმრობს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი