უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 აპრილი, 2025 16:00
font-size

Euromoney-მ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების მიერ შექმნილი ციფრული გადაწყვეტები საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ, 2025 წლის Private Banking Awards-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების მიერ შექმნილი ციფრული გადაწყვეტები საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა.

Euromoney-ს ჟიური ყოველწლიურად საუკეთესო პრემიუმ საბანკო სერვისებისა და მომსახურების მიმწოდებელ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს მთელი მსოფლიოდან. მკვლევრები და გამომცემლობის რედაქციის წევრები კი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებენ.

Euromoney-ს ჟიურის შეფასებით, საქართველოს ბანკის მიერ პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი საბანკო პროდუქტები და სერვისები სრულად ერგება მათ სურვილებსა და საჭიროებებს, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მუდმივად იცვლება.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ერთი სივრციდან ჰქონდეთ წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორებიც არის: ფიზიკური და ციფრული ბარათის შეკვეთა; სამოგზაურო, ავტოპასუხისმგებლობისა და სახლის დაზღვევის შეძენა; კომუნალური გადასახადების გადახდა; ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა; მანქანის სივრცე; მედლების სივრცე; შეთავაზებების სივრცე; გადარიცხვები და სხვა.

ამასთან, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ისარგებლონ პირადი ბანკირის, კონსიერჟის, პირადი ბროკერის სერვისებით. მობილბანკის, ინტერნეტს ბანკინგის თუ იმეილ საბანკო სერვისების მეშვეობით განახორციელონ ტრანზაქციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, მართონ საკუთარი ფინანსური აქტივები, ქასთოდი პროფილები, და ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი პირად ბანკირთან.

„სასიხარულოა ეს წოდება მთელი გუნდისთვის. განსაკუთრებით ვამაყობ იმით, რომ ამ წოდებას ზედიზედ ორი წელია ვინარჩუნებთ. ვფიქრობ, ამაში მომხმარებელთან ურთიერთობის ჩვენი ფილოსოფია გვეხმარება, რომელიც ნდობაზეა დამყარებული. ეს საშუალებას გვაძლევს მომხმარებლისთვის ვიყოთ ნამდვილი მრჩევლები, ნდობით აღჭურვილი პირები და საქმიანი პარტნიორები მათ ცხოვრებაში. ყოველდღიურად ვცდილობთ ტრადიციული ტრანზაქციული საბანკო გამოცდილება განვითარების ახალ ეტაპზე ავიყვანოთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბანკის ყველა თანამშრომელს, რომელმაც წლების მანძილზე პრემიუმ ბანკინგის მიმართულების შენებაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობა Euromoney-ს ამ აღიარებისთვის!“, - აღნიშნავს თამარ ფხაკაძე, SOLO გაყიდვების და ქსელის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ Euromoney-ს გამომცემლობამ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა High-Net-Worth მომხმარებლებისთვის.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი