სამართალი
ე.წ.ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული დავით დევნოზაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ.ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში რჩება.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ.
როგორც საქმის პროკურორმა ემზარ გაგნიძემ განაცხადა, არსებობს ბრალდებულის მიერ მოწმეებზე ზემოქმედების ან მიმალვის საფრთხე.
თავის მხრივ, დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის სანაცვლოდ 10 ათას ლარიან გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, საქმეზე დაკითხულია ყველა დაზარალებული შესაბამისად, არგუმენტი, რომ ბრალდებული ზემოქმედებას მოახდენს ვინმეზე არ არსებობს.
ცნობისათვის, საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზეა ბრალდებული.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


