სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილი უახლოეს მომავალში დაიკითხება - პროკურორი
ე.წ ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 10 მოწმე დაიკითხება.
როგორც პროკურორმა განმარტა, დღევანდელ მოწმეეებს შორის არიან გამომძიებლები, რომლებმაც მამალაძის ბარგი და მისი ბინიდან, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
გუბელაძის განცხადებით, გამომძიებლები ისაუბრებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების კანონიერებაზე.
პროკურორის ინფორმაციითვე, ე.წ. ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილი უახლოეს მომავალში დაიკითხება.
„მოწმეებს შორის არიან გამომძიებლები, რომლებმაც უშუალოდ აეროპორტიდან ამოიღეს ბრალდებულის ბარგი და გამომძიებლები, რომლებმაც ბინის ჩხრეკა ჩაატარეს და ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. ისაუბრებენ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე, საბოლოოდ წერტილი დაესმება დაცვის მხარის აპელირებას, თითქოს კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი.
მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები კითხვის ნიშნებს არ აჩენს. რაც შეეხება დაზარალებულ შორენა თეთრუაშვილს, მისი დაკითხვა უახლოეს მომავალში იგეგმება", -განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


