სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სიტყით წარდგება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი დასკვნითი სიტყვით წარსდგება.
სხდომა სააპელაციო სასამართლოში 14:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმედოვნებს, რომ პატიმრობიდან ზუსტად ერთი წლის თავზე - 10 თებერვალს გიორგი მამალაძეს გაათავისუფლებენ.
„მე ვიმედოვნებ, რომ აპელაცია შეძლებს და აღასრულებს სამართლიან მართლმსაჯულებას, გაითავისებს ყველა მტკიცებულების შეფასებიდან გამომდინარე იმ რეალობას, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო და მართლაც ისტორიულ ნაბიჯს გადადგამს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


